25-08-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ბერძნის, ნიკო ლორთქიფაიძის, გრიშაშვილის, ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანაძის, წალკის, ქუმსიაშვილის, ცურტაველის (ნაწილობრივ), გიორგი მერჩულეს, თელეთის, ხუციშვილის., სოღანლუღის და ნიზამ განჯელის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვერეს დაღმართის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გლდანის ხევის დასახლების, ბიჭვინთის, ზაჰესის, სკოლის, ალექსანდრე მანაგაძის, გრიგოლ ხანძთელის, რევოლუციის და ჩიქვანიას ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობა.