გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაპიტონ ჟორჟოლიანი: კარგად ვიცი, რა სჭირდებათ სვანებს, ჩემი ყველა გადაწყეტილება მათ კეთილდღეობას და უზრუნველყოფილ მომავალს უკავშირდება

25-08-2021

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის და მესტიელების, სვანების მიერ გამოცხადებული ნდობა და მხარდაჭერა მაძლევს ძალას, მესამედ ვიბრძოლო მესტიის მუნიციპალიტეტის მერობისთვის და მეტი მონდომებითა და შემართებით განვაგრძო ზემო სვანეთის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა" - განაცხადა „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა წარდგენაზე.


როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ბოლო რვა წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა ზემო სვანეთში და სასიხარულოა, რომ ამას ადგილობრივი მოსახლეობაც გრძნობს.


„მთელი მუნიციპალიტეტის კუთხე-კუნჭული კარგად ვიცი, პირადად მაქვს შესწავლილი მცხოვრებლების პრობლემები, რომელთა მოგვარებას მე და ჩემი გუნდი ყოველდღიურად, ეტაპობრივად ვცდილობთ. პრობლემების მოგვარებას სწორი სტრატეგია და კარგი სამოქმედო გეგმა სჭირდება. როდესაც  2012 წელს გამგებლად დავინიშნე, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 600 000 ლარი იყო. წელს, უკვე ამ პერიოდისთვის ბიუჯეტი შესრულებული გვაქვს 11,5 მილიონი, აქედან 9,5 მილიონი ადგილობრივი ბიუჯეტია და  დღეს უკვე ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 13 მილიონზე ავიდეთ, რაც ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგია. კარგად ვიცი,  რა სჭირდებათ სვანებს და ჩემი ყველა გადაწყეტილება  მათ კეთილდღეობას და უზრუნველყოფილ მომავალს უკავშირდება. შემდეგი ოთხი წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა თემის ადმინისტრაციულ ცენტრამდე  ასფალტო-ბეტონის გზა გაკეთდეს, გაკეთდეს წყალარინები და მუდმივად მიეწოდებოდეს მოსახლეობას სასმელი წყალი. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ" - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.


მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სვანეთის ტურისტულ პოტენციალს.


 „სვანეთი საქართველოს განსაკუთრებულად ლამაზი მხარეა. ქართველი და უცხოელი ტურისტები მონუსხულები ტოვებენ აქაურობას და აუცილებლად ბრუნდებიან უკან. სვანეთის და სვანი ხალხის უნიკალურობით შევძელით, რომ ერთის მხრივ ტურიზმი განვითარებულიყო, მეორეს მხრივ კი შეგვენარჩუნებინა ავთენტურობა, ჩვენი კუთხის უნიკალური ბუნება და ტრადიციები. მჯერა, მალე გადავლახავთ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და სვანეთი კვლავ უმასპინძლებს ასი ათასობით ტურისტს ყოველწლიურად. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს - მეუღლეს და შვილებს. მათი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთ დატვირთულ რეჟიმში მუშაობა და ჩემი დროის უდიდესი ნაწილის სვანეთზე ზრუნვაში გატარება" - განაცხადა მერობია კანდიდატმა.


კაპიტონ ჟორჟოლიანმა  მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


ბოლოს, მინდა ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამებრძოლებს გადავუხადო მადლობა. რომ არა ამ წლების მანძილზე თქვენი მუდმივი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და წახალისება, მე ვერ შევძლებდი სვანეთისთვის ამდენი კარგი საქმის გაკეთებას. ამომრჩევლებს დიდი როლი გაქვთ სვანეთის განვითარებაში, მუნიციპალიტეტის  განვითარებაში. სწორედ თქვენს მიერ დასახელებულ პრობლემებს უნდა აგვარებდეს ადგილობრივი მთავრობა და ვაგვარებთ კიდეც. თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ ნებისმიერი მცხოვრებლისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, ეს იქნება კონკრეტული, თუ თემი. მე მზად ვარ ყოველთვის თქვენს გვერდში დავდგე და ხელი შევუწყო თქვენს განვითარებას. მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, მე ამის საშუალებას მაძლევს თქვენი გვერდში დგომა და თქვენთან ყოველი შეხვედრა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!        


ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომლითაც ჩვენ წარვდგებით და კიდევ ერთხელ ყველა ერთად გავიმარჯვებთ: მაიზერ ჯაფარიძე, გოჩა გიგლემიანი, კახა გუჯეჯიანი, ანზორ რატიანი, მერაბ პაკელიანი, ირაკლი გირგვლიანი, ბაქარ კვიციანი, ლაშა პაკელიანი, როდამ გვარლიანი, ვალოდია ჭკადუა, საპატიო მიზეზით არ არის ჩვენს გვერდში შოთა გულედანი" - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930