გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სოსო ჯაჭვლიანი: ჩაფიქრებული გვქონდა, ქუთაისში ჩამოსული სააკაშვილი წიხლქვეშ გაგვეგდო; „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული ამათი „გაბლატავებაა“...

25-08-2021

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ხელისუფლებაში ახლადმოსული „ქართული ოცნების“ გუნდის რამდენიმე წევრს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის გახსნაზე ჩასული ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცემა ჰქონდათ გაზრახული.


ეს განცხადება ჯაჭვლიანმა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა.


„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული ამათი „გაბლატავებაა“.


როდესაც ჩვენ პარლამენტში შევედით, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა და პარლამენტი გახსნა. რაც ჩაფიქრებული გვქონდა, მაშინ ის უნდა გაგვეკეთებინა.


წიხლქვეშ უნდა გაგვეგდო და ცემა-ტყეპით უნდა გამოგვეგდო იქიდან. ეს უნდა ენახა მთელ მსოფლიოს, მაგრამ არ გავაკეთეთ, ვითომ ცივილიზებულად მოვიქეცით...


ამის მერე ვიცე-სპიკერად გია ბარამიძე წარმოადგინეს, რომელიც არაერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი.
ნაციონალებს მართალია, კვოტა ჰქონდათ, მაგრამ სხვა წარმოედგინათ, ოღონდ ბარამიძე არა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მაგათმა „ბლატაობა“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031