გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან სამშობლოში დაბრუნდა

23-05-2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ადუაშვილის მეთაურობით, ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიიდან საქართველოში სრულად გამთენიისას დაბრუნდა. სამხედროებთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა ქვედანაყოფის კაპელანი, დეკანოზი გობრონი.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ჩაანაცვლა და სამოქმედო არეალი სრულად გადააბარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930