გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის კოვიდ პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ონლაინ კონფერენცია გაიმართა

26-08-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის კოვიდ პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონფერენცია გაიმართა.


სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას.

ონლაინ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეკითხვებს გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი ნათია სხვიტარიძე პასუხობდა.


„დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი და ეფექტური აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით, რომ სფეროს წარმომადგენლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნულ საკითხში ჩვენი პარტნიორია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების ციკლს კერძო სექტორთან."-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930