გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ბევრი წარმატების მიღწევა

26-08-2021

გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში, ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია. სამეგრელოში ეს ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს დროებითი ოკუპაცია, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, ჩვენი ტკივილის - აფხაზეთის და ოსეთის - ცხინვალის რეგიონის, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული ქვეყანა, სახელმწიფო, ერი, გაერთიანებული ხალხი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი წარმატების მიღწევა და რომ თავი დავიმკვიდროთ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სახელმწიფომ რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.


„ბოლო წლებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. გავხდით წარმატებულად ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, რაც მანამდე ალბათ იყო ოცნების ნაწილიც და უამრავი სხვა წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას წინ ელოდება. კეთილდღეობა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის აღმოფხვრა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა უსაგნო, გაუთავებელი, გაუაზრებელი, უაზრო პოლიტიკური დებატები და ბატალიები, რომლითაც მართლაც ყველანი დავიღალეთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ღირსეულად, ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ მერვე არჩევნებში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930