გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ

26-08-2021

ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.


„მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და თქვენი ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ ბოლო 8 წელზე მეტია. სწორედ თქვენი ერთგულებით, თავდადებით, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გვიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად, რითაც ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება შემოვიდა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ახლა ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ასევე დამაჯერებლად, ვინაიდან „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხელწერა, ჩვენი საქმე და არა მხოლოდ სიტყვა, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც არის დაფუძნებული პრინციპებსა და ღირებულებებზე, იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი გუნდის შემაკავშირებელი. ჩვენს ერთგულებას, ღირსებას და პატიოსნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ ვმართავთ ქვეყანას დემოკრატიულად და ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ თავისუფლება, რომელიც იყო ასე ნანატრი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ძალიან დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მინდა, გავიხსენო, თუ როგორი უსამართლობა იყო დამკვიდრებული არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ მთელს ქვეყანაში და ყველგან სუფევდა ეს მჩაგვრელი ხელისუფლება. მათი ხელწერა იყო ტერორი, შანტაჟი, ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, რაც ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930