გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის“

23-05-2018

ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი, 
– ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მდგომარეობას ასახავს. 

დოკუმენტის განხილვა პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%-ს არ გაუვლია, რაზეც საპარტრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალი იყო და 2016 წლისათვის მხოლოდ 13,6% დაჯარიმება მოხდა. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან საპატრულო პოლიციის სამსახურს 

არ ჰქონდა წვდომა და შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ აქვს გავლილი სავალდებულო ინსპექტირება. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის. 2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის აპრილის პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში – მიკროავტობუსების 40%. 

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია. 

„2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, 

ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში. 

აუდიტის პერიოდი 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს. 

bpn

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031