გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ნათელაშვილმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფულს სთხოვდა - „თავისი ბიძაშვილი გავუგზავნე მაგრამ...“

27-08-2021

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილს ფულად დახმარებას ჯერ კიდევ ე.წ. ვარდების რევოლუციამდე სთხოვდა, მაგრამ „ბიძინა ივანიშვილმა მის მაგივრად სააკაშვილი დააფინანსა“.


გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტის კითხვაზე - „ივანიშვილი რომ მოგიბრუნდეთ და გითხრათ, შალვა, შენ არ იყავი ის პირველი პოლიტიკოსი, შუამავლებს რომ მიგზავნიდი და ფულს მთხოვდი, მაგრამ არ მოგეცი და ამიტომ მლანძღავო, მერე?“ - შალვა ნათელაშვილი პასუხობს:


„აი, ივანიშვილს ჩემთვისრომ ფული მოეცა და ეს უნდა გაეკეთებინა 2002-2003 წლებში, როცა მე მას გავუგზავნე თავისი ბიძაშვილი და შევუთვალე, - შევარდნაძეს ვებრძვი და დამეხმარე, საქმე ბოლომდე მიმაყვანინე-მეთქი, სააკაშვილის კაციჭამია რეჟიმი თავზე არ დაგვასხდებოდა და ტერიტორიებსაც არ დავკარგავდით. მაგრამ, მაგან ჩემ მაგივრად სააკაშვილი დააფინანსა და „ვარდების რევოლუცია“ მომიწყო.


ივანიშვილი ჯერ შევარდნაძეს ბერავდა დოლარებით, შემდეგ „ნასოსი“ სააკაშვილს შეუერთა და ბოლოს, როცა დაინახა ეს სააკაშვილიც „ვეღარ ქაჩავდა“, იფიქრა - ვაიმე, ახლა შალვა არ მოვიდესო და პოლიტიკაში შემოხტა“ - განაცხადა ნათელაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930