გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: ყველამ უნდა იგრძნოს თავისი როლი და მოვალეობა, რომ რეგიონისთვის მაქსიმუმი გააკეთოს

27-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე,ს კახა კუჭავა ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ხობელებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ძლიერი გუნდის წევრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვსდგე.
ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი გამორჩეულია და მათ შორის, ხობიც არის ერთ-ერთი გამორეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიული მნიშვნელობით, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჰქონდა. ძველი კოლხეთი და ის განსაკუთრებულობა, რომელიც ხობს ჰქონდა თუნდაც აბრეშუმის გზით განვითარებული ეკონომიკით, ვაჭრობით, სოფლის მეურნეობით.


ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის, რომ კიდევ უფრო ძლიერი ხობი ვნახოთ - ძლიერი ოჯახებით, რომლებიც ქმნიან მეტ სიკეთეს, აქვთ მეტი შესაძლებლობები და შრომობენ უკეთესი მომავლისთვის.


პოტენციალი ძალიან დიდია. არა მხოლოდ ტურისტული. აქ ბრწყინვალე შესაძლებლობაა ეკო და აგრო ტურიზმის განვითარების. კოლხეთის დაცული ტერიტორიის გარდა, რომელიც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენ უნდა შევეცადოთ შევქმნათ ღირებულებათა ის ჯაჭვი, ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს ჩაერთოს ამ სიკეთის შექმნაში და მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი, როგორც თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა, ისე მთლიანად რეგიონმა და ქვეყანამ.


ჩვენ მოვიარეთ სოფლები. ვიყავით პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში, რომელიც ბრწყინვალედაა გაკეთებული და ვნახეთ ბრწყინვალე ეკლესია. ეს ყველაფერი ფონდი „ქართუს" და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაკეთდა.


გვახსოვს, როდესაც იგი ხიბულაში იყო, ამ საქმეს მაშინ ჩაეყრა საფუძველი და დღეს ბოლომდეა მიყვანილი. ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ნახოს ბავშვმაც, მოსწავლემაც, რადგან ეს არის ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზეუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ეს ისტორია - საიდან მოვდივართ და როგორ ვაგრძელებთ გზას.


მუზეუმამდე მისასვლელი გზა, რომელიც ბრწყინვალედ მიდის თითქმის ბოლომდე, დარჩენილია დაახლოებით კილომეტრი, მალე დასრულდება .
იქიდან ხედებიც ისეთი ლამაზია, ბევრ ცნობილ ევროპულ ტურისტული დანიშნულების ადგილს გაუწევს კონკურენციას ულამაზესი ლანდშაფტით. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ბევრი უცხოელიც სიამოვებით ესტუმრება და ნახავს ამ ულამაზეს კუთხეს და მხარეს.
რატომ არის რეგიონების განვითარება უმნიშვნელოვანესი- ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. ძლიერ საქართველოს ვერ ვნახავთ თუ არ არის ძლიერი მუნიციპალიტეტები, ძლიერი ოჯახები და ეს არის ის მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამთავრობო, პროგრამები და ხედვები, რომელიც აუცილებლად განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.


ჩვენ გვინდა მეტად ცნობიერების ამაღლება თუნდაც იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკვე არსებობს-იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში" თუ ბევრი სხვა პროგრამის მეშვეობით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი ან კიდევ უფრო განვავითაროთ არსებული ბიზნესები და საწარმოები. ამიტომ, მნიშნელოვანია ახალი შესაძლებლობი გავაჩინოთ, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


ყველამ უნდა იგრძნოს თავისი როლი და მოვალეობა, რომ რეგიონისთვის გააკეთოს მაქსიმუმი და ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თითოეულ ოჯახთან, თითოეულ ადამიანთან ყოველდღიური მუშაობით. ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება და ძლიერი მმართველი გუნდი.


დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ გამომდინარე იმ შედეგებიდან რასაც მივაღწიეთ და იმ ხედვებით რაც გვაქვს" - განაცხადა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930