გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე უკრაინაში ვეტერანთა რეადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა

27-08-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უკრაინაში, ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მასპინძელთა მიწვევით, იგი, ვეტერანთა რეადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრს '' Yarmiz''-ს (''იარმიზ'') სტუმრობდა.


ცენტრი ომის ვეტერანებისა და მოხალისეთა ინიციატივით, 2019 წელს დაარსდა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახების ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ემსახურება, რათა საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით, ცენტრის მესვეურებს, მრავალმხრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამები აქვთ შემუშავებული; ცენტრის დირექტორმა, ევგენია გუბსკამ, კობა კობალაძეს გააცნო ყველა ის პროექტი, რომლებიც ვეტერანთა რესოციალიზაციის და მათში ომის შემდგომი სინდრომის დასაძლევად ხორციელდება. უკრაინულმა მხარემ, გამოთქვა სურვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ქართველი ვეტერანებისათვის შეიმუშავოს კულტურული და სპორტული პროგრამები; დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები.

ევგენია გუბსკამ კობა კობალაძეს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა და უცხოელ პარტნიორებთან შუამავლობას დაჰპირდა. მან, ასევე, გამოთქვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი; ამ მიზნის განსახორციელებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


კობა კობალაძე, უკრაინაში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით იმყოფება. სამსახურის დირექტორი უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს "უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ"დაესწრო, რომელიც, წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930