გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერმა ბაზამ ხელი შეუწყოს ფოთის ეკონომიკურ განვითარებას

27-08-2021

ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება. პროგრამა ქართველ ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში ეხმარება. დღეის მდგომარეობით სულ დაფინანსებულია 13 გემი. აღნიშნული ინვესტიციით 222 სამუშაო ადგილია შექმნილი, ჯამური ინვესტიცია კი 47 586 472 ლარს შეადგენს.


როგორც მეთევზეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგი სახელმწიფოსგან ასეთ მასშტაბურ მხარდაჭერას პირველად იღებს.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თევზჭერის დარგის განვითარებას სახელმწიფო მომავალშიც შეუწყობს ხელს, რამდენადაც ის უმნიშვნელოვანესია როგორც ფოთისთვის, ისე რეგიონისა და ქვეყნისთვის.


მეთევზეებმა პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერი პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ არსებული გემებით თევზჭერის კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა და ქართველი ლიცენზიანტები იძულებულნი იყვნენ, უცხო ქვეყნის კუთვნილი ნაქირავები გემებით ემუშავათ.


თევზმჭერი ფლოტის განახლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ხელს შეუწყობს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას. პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის მოცულობამ 46,4 მილიონი ლარი შეადგენა, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა - 47,5 მილიონ ლარს აჭარბებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031