27-08-2021
ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემს გუნდთან ერთად იქნება თითოეული ფოთელის საჭიროებაზე, მათ მოთხოვნებზე, იმ მთავარ გამოწვევებზე ზრუნვა, რომლებსაც თქვენ მიიჩნევთ პრიორიტეტად. ამაში თითოეული ფოთელის მხარდაჭერის იმედი მაქვს - განაცხადა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ წარდგენაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ფოთს აქვს უნიკალური მდებარეობა და განაშენიანება, ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი, რაც გვაძლევს საშუალებას, თანაბრად გამოვიყენოთ პოტენციალი როგორც მრეწველობის, ისე ტურისტული მიმართულებით.
„მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს იმისთვის, რომ დამასახელეს მერობის კანდიდატად წარმადგინეს ჩემს მშობლიურ ფოთში, ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები და მეგობრები. ჩემთვის უდიდესი პატივი, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა როგორც ჩვენი გუნდის, ისე თითოეული თქვენგანის წინაშე, ვიყო ამ ქალაქის მერობის კანდიდატი.
ფოთი არის ერთ-ერთი პირველი თვითმმართველი ქალაქი და მას აქვს უდიდესი და ძალიან მდიდარი წარსული და განვითარების პოტენციალი. აქ ვახსენეთ ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი, სხვანაირად არც შეიძლებოდა, მისმა უნიკალურმა მიდგომებმა, მისმა თანამედროვე რეფორმებმა ფოთს მისცა განსაკუთრებული შესაძლებლობები და ჩვენ ახლა გვჭირდება ახალი თანამედროვე წარმატებული ქალაქის მოდელი, რომელსაც ფოთელებთან ერთად განვახორციელებთ, ფოთელებთან რომლებიც არიან განათლებული, მშრომელი და ამ ქვეყნის პატრიოტი ხალხი. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქალაქი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამწევი ძალა. აქ ითქვა კონკრეტული მაგალითები, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ფოთი მივიწყებული ნამდვილად აღარ არის, კონკრეტული პროექტებია ამის მაგალითი, რომელიც განათლების სპორტის და სხვადასხვა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებებით ხორციელდება, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან სწორედ ერთად კოორდინირებული, ერთიანი მუშაობის შედეგად არის შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ დასახულ მიზნებს.
რა თქმა უნდა, ამ წარმატებების კვალდაკვალ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და ვაცნობიერებთ არსებულ პრობლემებს, როგორიც არის წყალარინების სისტემა, უკვე აღვნიშნეთ გზების რეაბილიტაციის საჭიროება, ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა სანაპირო ზოლთან არსებული პრობლემები, რაც საჭიროებს გაგრძელებას და განვითარებას და ასევე სხვა ადგილობრივი ლოკალური საჭიროებებიდან გამოწვეული საჭიროებები, რომელზეც მე ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით უნდა გითხრათ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს პროექტები გავაგრძელოთ და განვახორციელოთ სწრაფად და ეფექტურად.
ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემს გუნდთან ერთად იქნება თითოეული ფოთელის საჭიროებაზე, მათ მოთხოვნებზე, თითოეულ ფოთელზე ზრუნვა, იმ მთავარ გამოწვევებზე ზრუნვა, რომლებსაც თქვენ მიიჩნევთ პრიორიტეტად და რა თქმა უნდა ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, თითოეული ფოთელის. ჩვენ გვაქვს უნიკალური განაშენიანება, უნიკალური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს საშუალებას, თანაბრად გამოვიყენოთ როგორც მრეწველობის, ისე ტურისტული მიმართულებით ჩვენი პოტენციალი, საჭირო არის რომ ბიზნესისთვის შევქნათ ხელსაყრელი გარემო, ინვესტირებისთვის შევუქმნათ საინტერესო პირობები, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს გუნდთან ერთად. ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვოსოთ ყველა ის უნიკალური ადგილი და სივრცე, რომელიც აქვს ჩვენს ქალაქს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქალაქის პოტენციალი.
მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს, რადგან ჩემთვის წარმატება ყოველთვის იწყება ოჯახიდან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ფოთელებო მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე ყოველდღიურად ვგრძნობ იმ დღიდან, როდესაც მართველმა გუნდმა დამასახელა მერობის კანდიდატად მე ამ ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდები, ძალიან ვაფასებ და მზად ვარ მხარდაჭერა დავაბრუნო კონკრეტული საქმეებით კონკრეტული განხორციელებული პროექტებით, კონკრეტული შესრულებული სამუშაოებით. დარწმუნებული ვარ ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ ერთად შრომით, ცოდნით და ღირსეულ წარსულზე დაფუძნებულ განვითარებას მადლობა.
მინდა სცენაზე მოვიწვიო ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც უნდა გახდნენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თითოეული ფოთელის წარმომადგენელი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით, გუნდურ პრინციპზე მუშაობით მივაღწევთ იმ მიზნებს რომელიც დასახული გვაქვს ამ ქალაქის განვითარებისთვის: თორნიკე კირთაძე, უჩა დოლიძე, ნიკოლოზ იზორია, სანდრო ქუშაშვილი, ოლეგ ნაჭყებია, სამსონ კუტალია, მალხაზ ფოჩხუა" - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.