გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: აშშ-ში ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები

24-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

მისივე თქმით, ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მოისმინა.

„აშშ-ში შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. ორშაბათს დავიწყეთ სახელმწიფო მდივანთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის პლენარული სხდომის გახსნით. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე - ნატოში გაწევრიანების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს ივლისის სამიტს ბრიუსელში.

ასევე, გვქონდა ძალიან მრავალმხრივი, დეტალური დისკუსია კონკრეტულად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, ვისაუბრეთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და საჭირო მხარდაჭერაზე იმისათვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ სავაჭრო წარმომადგენელთან ამ საკითხის კონკრეტულ განხილვას.

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში. ჩვენ დღეს, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მშვიდობის ინსტიტუტში ვზეიმობთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, აშშ-სთვის პრიორიტეტული თემები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის, უაღრესად, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე, რომ ჩვენ ამ პარტნიორობაში ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მაღალი თამასა ავიღოთ და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის.

აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით, კონკრეტული დაპირებებით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ამ პარტნიორობას მომავალში ძალიან ბევრი ახალი განზომილება დაემატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ეს იყოს სრულმასშტაბიანი ორმხრივი პარტნიორობა, სრული სპექტრით. რა თქმა უნდა, აშშ-ი დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, არის საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორი“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930