გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარმა საქართველოს   დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა

24-05-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში თემაზე - საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლიდან დღემდე საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმის თანახმად,  დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.

 

თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით დევნილთა და განსახლების სამინისტროში გაიარონ სტაჟირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30