გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
გიგი უგულავა: ჩემთვის სააკაშვილი დამთავრდა; მას ივანიშვილის დამარცხება არ შეუძლია

31-08-2021

დედაქალაქის ყოფილი მერის და ამჟამად ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, რომელიც მან ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში გააკეთა, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ადამიანი, რომელიც ხალხს აერთიანებდა და იმედს აძლევდა.


მისივე თქმით, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილს არ შეუქმნია. "კი, ის იყო პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა და ძლიერმა ადამიანმა.


სააკაშვილი დღეს თითოეული ჩვენგანისათვის ადამიანური ტკივილია, მაგრამ ის დღეს ლიდერობის ღირსი აღარ არის. ის აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან მიშა სააკაშვილი აღარ არის ის ადამიანი, რომელიც ხალხს აერთიანებდა და იმედს აძლევდა 2002 წელს. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა... მას ივანიშვილის დამარცხება არ შეუძლია" - განაცხადა უგულავამ.


p.s. როგორც აღვნიშნეთ, ეს განცხადება უგულავამ 2017 წლის დასაწყისში გააკეთა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაადასტურა, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.


p.p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930