გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70%-მდე უკვე აცრილია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, სრულად მოვახდენთ მალე ვაქცინაციის დასრულებას

1-09-2021

„პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70%-მდე უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, სრულად მოვახდენთ მალე ვაქცინაციის დასრულებას, რაც უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.


მან განსაკუთრებული მადლობა გადაუცხადა ექიმებს პანდემიასთან ბრძოლაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

„რა თქმა უნდა, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული იქნა ახალი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვან რეკომენდაციები და მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ, რაც ერთადერთი გზაა საბოლოოდ დავძლიოთ ეს პანდემია", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031