გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა დავამშვიდეთ, მაქსიმალურად მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია და პრაგმატული, სწორი პოლიტიკით მივდივართ დეოკუპაციის გზაზე

1-09-2021

სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი არის  ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას  არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყნის გამთლიანებას.


„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველამ ერთად ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, მაქსიმალურად მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია და ჩვენი პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგად, მივდივართ დეოკუპაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია, ეს საჭიროებს ძალიან დიდ შრომას, ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ საერთო ეროვნულ იდეას და საერთო ეროვნულ ამოცანას, რომ გაერთიანდეს ჩვენი სახელმწიფო და ვიცხოვროთ კიდევ ერთხელ, ერთიან, ძლიერ საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31