24-05-2018
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ.
ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინმა მე-12 გამარჯვება მოიპოვა - სუმოს ცოცხალი ლეგენდა, დიდი ჩემპიონი – იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, რომლის ანგარიშზეც 40 იუშოა.
ტოჩინოშინი და მონღოლი ჰაკუჰო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში 25-ჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანში ჰაკუჰომ იმარჯვა.
ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის რანგი გაინაღდა და დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ წარუმატებელი შეხვედრების უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა (1:25).
ლევანი გაზაფხულის ბაშოს მარცხის გარეშე ლიდერობს (12:0).