გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი ერთობლივი სწავლება გაიარეს

1-09-2021

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), ასევე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - „კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში მოქმედ უწყებათაშორის დანაყოფს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების განმახორციელებელ ბორანზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლები, ტვირთების, დოკუმენტაციისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად.


კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა, როგორიცა: ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.


ბათუმის ნავსადგურში დაწყებული ერთობლივი სწავლება, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს, ბულგარეთის რესპუბლიკის საზღვაო ქალაქ ბურგასში დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930