გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერობისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში მოსახლეობას შეხვდნენ

2-09-2021

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში ადგილობრივ მცხოვრებლებს  შეხვდნენ. 

კახა კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათ დედაქალაქისთვის  სასარგებლო კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას დაპირდა.

„მზად ვართ, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, როგორც ამას წინა 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. გპირდებით, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით საუკეთესო პროექტებს განვახორციელებთ.  ტრანსპორტი, ფაქტობრივად, განახლებულია, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს თბილისში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები და გამოწვევები, თუმცა, თანდათან ჩვენ მათ დავძლევთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით,  დედაქალაქისა და კონკრეტული რაიონის წინაშე არსებული  გამოწვევები  ერთობლივად, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით, წარმატებით დაიძლევა.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. რაც მთავარია, ვიცით, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქი, გვაქვს ქალაქის განვითარების გეგმა. ვიცით, რომ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აქვს ალტერნატივა. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ათასობით სკვერი და პარკი რეაბილიტირდა, თუმცა,  არ ჩათვალოს ვინმემ, რომ ყველაფერი კარგადააგამოწვევა კიდევ მრავლადაა, რომელიც თქვენთან ერთად უნდა იქნეს გადაწყვეტილი. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენლის საშუალებით, თქვენ ყველაფერზე გექნებათ პასუხი. თუ რაიმე ვერ იქნება გადაწყვეტილი კონკრეტულ ეტაპისთვის, თქვენ გეცოდინებათ, რომ ამისთვის ყველაფერი იყო გაკეთებული და ასევე ისიც,   თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა გადაწყვეტა. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პრობლემის  დაძლევას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

შეხვედრა ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტლის 1ა კორპუსის წინ, რეაბილიტირებული სკვერის ტერიტორიაზე გაიმართა.  რეაბილიტაციამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო  მეტროს გამნიავებელი შახტი, რომელიც წლების განმავლობაში იერსახეს უფუჭებდა გამზირს.  კახა კალაძის მერობის პერიოდში დემონტაჟი ჩაუტარდა უსახურ შენობა-ნაგებობებს, მათ ადგილზე კი თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების ქსელი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ გამოიწვია ვაჟა-ფშაველას ხეივნის გადიდება და მოეწყო მოსასვენებელი სივრცე შესაბამისი ინვენტარით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 1 100 000 ლარია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  კახა კალაძის შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031