გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქარსელაძე: პრემიერის ინიციატივით და დახმარებით დავიწყეთ პროგრამა განახლებული რეგიონები, რომელშიც ჭიათურა გამორჩეულია

2-09-2021

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი ძალიან დახმარებით, დავიწყეთ პროგრამა განახლებული რეგიონები, რომელშიც ჭიათურა გამორჩეულია და 15 მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად, უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა მიეცა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის და ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

„ჭიათურაში ამჟამად 7 ობიექტზე და ჯამში მთლიანად ცენტრალური უბნის ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ მდებარეობას, აბსოლუტურად განახლებულ, ევროპულ და ევროპული შესაძლებლობების მქონე ცენტრად აქცევს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი მხოლოდ პირველ ეტაპზეა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930