გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს- ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები

2-09-2021

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თბილისის მასშტაბით, გარკვეულ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ჩატარებულ პირველი ეტაპის ტრენინგებსა და პირველ სხდომებზე მონიტორინგი განახორციელეს.


სადამკვივებლო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგად, ტრენინგები და პირველი სხდომები ჩატარდა კოვიდუსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით, რა დროსაც აღნიშნულ ფორმატში ყველა მონაწილე სწაფი ტესტის ჩატარების შემდეგ დაიშვებოდა.


ტრენინგები შეეხო:


.არჩევნების ჩატარების ძირითად პრინციპებს;


.საუბნო საარჩევნო კომისიების სამუშაო რეჟიმსა და უფლებამოსილებებს;


.საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას არჩევნების (კენჭისყრის) დღეს;


.კოვიდუსაფრთხოების ზომებს;


სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, რა დროსაც ხდებოდა ადმინისტრაციული პირების არჩევა, ჩატარდა „საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.


„მისასალმებელია, რომ კოვიდპანდემიის პირობებში ცესკო უზრუნველყოფს ერთის მხრივ უსაფრთხო გარემოს და მეორეს მხრივ, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგებს, რომელსაც ატარებენ მაღალკვალიფიცირებული ტრენერები“- აცხადებენ მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრისა და დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031