გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ღალატია, როცა ოკუპანტს ჩააბარებ კოდორის ხეობას, ასზე მეტ სოფელს და შემდეგ ამბობ, ეს იყო ქვების გროვაო

2-09-2021

ჩვენი ოპონენტები გამაკრიტიკებენ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამის არც გვეშინია და არც მათი კრიტიკის და არც მათი მედიების წარმომადგენლების დემაგოგიის; რა თქმა უნდა ერთადერთი პერიოდი, გამონაკლისი პერიოდი, მშვიდობიანი პერიოდი, გრძელვადიანი სტაბილურობის პერიოდი არის „ქართული ოცნების"  და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი, მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

„ვთქვათ პირდაპირ, მოდით, ზედმეტი შელამაზების გარეშე და მე არ მიყვარს შელამაზება, პირდაპირ უნდა ითქვას ყველაფერი, სათქმელი უნდა ვთქვათ პირდაპირ და გულწრფელად - დიახაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში არ მომხდარა არც ომი, არც რაიმე კონფლიქტი, არც რაიმე დაპირისპირება, სწორედაც მისი დამსახურებაა, მისი მმართველობის და მისი პოლიტიკური გუნდის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, რომ ჩვენს ქვეყანაში არის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება, ასე მარტივი არ ყოფილა ეს ხომ?! გადახედეთ სხვა მმართველების პერიოდს და მათ მძიმე მემკვიდრეობას. კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული სააკაშვილი ომის დროს, როგორ ლაჩრულად მოიქცა, როგორ მიატოვა ჩვენი საამაყო ჯარი, კარგად გვახსოვს ის მძიმე დანაშაულები. ღალატია, რა თქმა უნდა, როცა შენ, ოკუპანტს ჩააბარებ კოდორის ხეობას, ასზე მეტ სოფელს და შემდეგ სააკაშვილის პირით - მან თქვა პირადად ტელევიზიის საშუალებით თქვა, რომ ეს  სოფლები, ეს იყო ქვების გროვაო. ღალატია, აბა რა ჰქვია ამას, ამიხსენით ხალხო, რა ჰქვია  ამას, თუ არა ღალატი და შენი ქვეყნის მოტყუება, დაღალატება და შენი ხალხის მიტოვება. ეს ყველაფერი მეგობრებო, არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო. რა თქმა  უნდა, ჩვენს გასაგონად არ ვამბობთ ამას, ტელევიზია გვესწრება აქ, მედია გვესწრება და ჩვენს მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, თუ სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ, სად გვინდა, რომ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით,  ვითარდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება.

„ახლა ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვები, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ის ტემპები და ის მასშტაბები გავზარდოთ, რომელიც აუცილებელია. ყველა სექტორის მიმართულებით, ყველა სამინისტრომ მოამზადა გრძელვადიანი განვითარების ხედვა კონკრეტული თავისი სამოქმედო გეგმით, გაწერილი ვადებში და ვიცით რა როდის, როგორ გავაკეთოთ, რამდენ ხანში, რა დაფინანსება სჭირდება ამ ყველაფერს და საიდან მოგვაქვს ეს დაფინანსება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მართლაც უპრეცედენტოა ამ ვითარებაში, პოსტკოვიდურ სიტუაციაში მთელს მსოფლიოში. ამით ვამაყობ. დიახაც საამაყოა, იმიტომ, რომ გვაქვს ორნიშნა, 12% -იანი ეკონომიკური ზრდა, რითაც მილიარდ 200 მილიონით გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 5-6 თვეში და 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 12,2%. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი ტემპებით, მეტი ენერგიით, მეტი მოტივაციით განვითარება და წინსვლა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930