გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე": ვპირდებით, ყოველდღე შევახსენებთ იმ მძიმე დანაშაულებს, რომელიც ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ვიდრე ხელისუფლებაში მოსვლის კი არა, პოლიტიკაში დარჩენის პრეტენზია ექნებათ

2-09-2021

რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ასე მტკიცედ, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა; რა თქმა უნდა, მათი მცდელობა არის და იქნება ყოველთვის, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში დარჩებიან, მაგრამ ვპირდებით მათ, რომ მოსვენებას დავუკარგავთ, ყოველდღე შევახსენებთ მათ იმ მძიმე დანაშაულებს, იმ კრიმინალურ საქმეებს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

„მანამ, სანამ მათ პრეტენზია ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის კი არა, პოლიტიკაში დარჩენის, ყოველდღიურად შევახსენებთ და მოსვენებას დავუკარგავთ, იმიტომ რომ ისინი არ იმსახურებენ პოლიტიკაში დარჩენას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი გავიყვანოთ პოლიტიკიდან, ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საჩხერეს, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან ბევრი საქმე, რა თქმა უნდა გაკეთებული იყო მანამდეც, პოლიტიკამდეც, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით.

„მას შემდეგაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. გაგრძელდება ეს საქმეები, ეს კეთილმოწყობა, ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930