გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა რეტრო მედია
(+18) ხის მაგიდაზე გადამაწვინეს, ქვედა საცვალი ჩამხადეს და საჯდომში ბოთლი შემიყვანეს; შემდეგ მოვიდა ნიღაბაფარებული, ყავარჯნიანი კაცი, რომელმაც ჩემი ყვირილისა და თხოვნის მიუხედავად უკანა ტანში გამაუპატიურა, თუმცა ესეც არ მაკმარეს და...

4-09-2021


რედაქციისგან: მასალა საკმაოდ მძიმე წასაკითხია და ამიტომ მისი წაკითხვა 18 წლამდე ასაკის და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის რეკომენდებული არაა.


„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სამეგრელოს ტყეებში ჩადენილი შემზარავი დანაშაულების შესახებ, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ე.წ. კასრების საქმეზე  გამოძიებას შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა, რომელიც ექსკლუზიურად, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ გაასაჯაროვა.


გთავაზობთ ფრაგმენტს საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან:


„მამაკაცებმა იქვე არსებულ ხის მაგიდაზე გადამაწვინეს და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამხადეს ქვედა საცვალი. ამის შემდეგ ბოთლი შემიყვანეს უკან, საჯდომში და მაწამებდნენ. იმავდროულად, პერიოდულად მადებდნენ ე.წ. ელექტროშოკს, რათა დავნებებოდი მათ და წინააღმდეგობა არ გამეწია. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანს ხელით ვყავდი გაკავებული.


ამის შემდეგ, მოვიდა ჩემთვის უცნობი, სახეზე ნიღაბაფარებული, ყავარჯნებით მოსიარულე მამაკაცი, რომელმაც ჩემი ყვირილისა და თხოვნის მიუხედავად, თავისი სასქესო ორგანოთი გამაუპატიურა უკანა ტანში (სწორ ნაწლავში).


უკანა ტანში ჩემი გაუპატიურება არ იკმარეს და მამაკაცს უთხრეს, ჩემი გაუპატიურება განეხორციელებინა პირის ღრუში და მან მათი მითითება შეასრულა და სცადა თავისი საქესო ორგანოთი ჩემი პირის ღრუში გაუპატიურება. მე პირს არ ვაღებდი და რამდენიმე მამაკაცი იძულებით ცდილობდა, რომ პირი გამეღო. ამ ყველაფერს ვიდეოგადამღებით, ერთ-ერთი მათთაგანი იღებდა.


ასევე, გადაღების დროს მანათებდნენ ფანარს, რომ კარგად დაფიქსირებულიყო ეს ყველაფერი. ჩემი წამება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა“ - ნათქვამია დაზრალებულის ჩვენებაში.


p.s. სტატია მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით.


p.p.s. საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი nsp.ge უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ რამდენიმე მასალას, რომელიც სამეგრელოს ტყეებში მომხდარ სულისშემძვრელ დანაშაულებს ეხება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930