გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქარსელაძე: წყალტუბოს გენგეგმის კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად მის განვითარებასაც ითვალისწინებს

4-09-2021

„წყალტუბოში გვაქვს ლამაზი შენობები, რომელიც უფუნქციოა, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც პატრონობა სჭირდება. ეს პოტენციალი დაინახა  ბიძინა ივანიშვილმა ბევრად იმაზდე ადრე, ვიდრე კურორტის გენგეგმის მომზადება დაიწყო და მისი ცნობილი ინიციატივა გააჟღერა. პრომეთეს მღვიმემ  ნაწილობრივ დაუბრუნა წყალტუბოს ტურისტული ცნობადობა, ცნობადობა იმისა, რომ ეს არის უმშვენიერესი, ულამაზესი, ბუნებრივად დაჯილდოვებული ბალნეოკლიმატური კურორტი. წყალტუბოს გენგეგმის ერთ მილიონიან კონკურსში იტალიურ-ქართულმა საერთაშორისო კონსორციუმმა გაიმარჯვა და მათი ბრწყინვალე პრეზენტაცია მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ ჩვენ, წყალტუბოს მოსახლეობამ, პროფესიულმა წრეებმა. პრეზენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა წყალტუბოს, როგორც კურორტს და აუცილებლად როგორც ქალაქს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, ეს ორი თანმხვედრი ჰარმონიული ელემენტი, რასაც წყალტუბო აერთიანებს, რაც მას ხდის ნამდვილად გამორჩეულ მდებარეობად,"-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე სიტყვის გამოსცვლისას განაცხადა. 

 მინისტრის თქმით, კურორტის გენგეგმის კონცეფცია წარმოადგენს იმ დაბალანსებულ, ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და თან განვავითაროთ იგი. გენგეგმის კონცეფცია  ითვალისწინებს 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებას.

 „აქ იქნება ყველა ის დიდი ბრენდი, რომელიც ქმნის ასეთ მდებარეობებს და ამის ბრწყინვალე მაგალითია შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ. აქ კიდევ უფრო დიდი პოტენციალია და ამას ამბობს ის ჯგუფი, რომელშიც თანაბრად იყვნენ ჩართული გარემოს დაცვის ექსპერტები, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები. შემუშავებულია კონკრეტული გეგმა დაბალანსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და თანამედროვე პირობების, თანამედროვე კურორტის კონცეფციით. ძალიან საინტერესოდ არის წარდგენილი ის შესაძლებობები, რაც ქალაქს და მის შემოგარენს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. კერძოდ ეს არის აგრო ტურიზმი, სპორტული ტურიზმი და შესაბამისი მოედნების, შეკრებებისთვის და სხვა ტიპის სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული მთელი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, სრულად არის შენარჩუნებული პირველი ზოლი, თავისი აუთენტურობით, რომელსაც აუცილებლად სჭირდება განვითარება,"-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. 

მინისტრმა ისაუბრა წყალტუბოს პარკის განვითარებაზეც, რომელსაც ითვალისწინებს გენგეგმის კონცეფცია და აღნიშნა, რომ  გათვალისწინებულია საინტერესო ატრაქციები ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ოჯახებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930