გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან

4-09-2021

დღეიდან  თბილისის ერთ-ერთ  სამოქალაქო კლინიკასა  და  ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ყველა  მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი  ოჯახის წევრებს მიაწოდოს.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გაჟღერებული  ინიციატივა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება და  მსჯავრდებულებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნონ.

ამ ეტაპზე თბილისის  სამოქალაქო კლინიკაში ხუთი  სატელეფონო ჯიხური  ფუნქციონირებს,  ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეში კი- ოთხი.

პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას  შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930