5-09-2021
ზუსტად ვიცი და გათავისებული მაქვს ყველა ის პრობლემა თუ გამოწვევა, რაც ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უბნებსა თუ თითოეულ დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანების წინაშე დგას. ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, რისთვისაც მე და ჩემი გუნდი მთელი შემართებით ვემზადებით. ვიცით, სად რა არის გასაკეთებელი და ამ გამოწვევებთან გამკლავების რესურსიც გვაქვს - განაცხადა „ქართული ოცნების" ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდიშელმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ონმა არჩევანი განვითარების სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
„აქ ცხოვრობენ მშრომელი, დინჯი და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავენ და ინახავენ საუკუნოვან ტრადიციებს, რითაც ასე ვამაყობთ. ონსა და ონელებზე ზრუნვა, აქ მცხოვრები ხალხის დაფასება და მათ გვერდში დგომა 2012 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა.
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, არჩევანი ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის. გპირდებით, რომ საჯარო სამსახურში და სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებას ამ რაიონში მცხოვრებთა კეთილდღეობას მოვახმარ. ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლესთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვიქნები და თქვენთან ერთად, ახალი იდეებითა და პროექტებით, კიდევ უფრო გავამდიდრებ ჩვენს კუთხეს. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებას
წარმოგიდგენთ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: როსტომ ლობჯანიძე, მერაბ ბიჭაშვილი, მადლენა მეტრეველი, გიორგი მარკოიშვილი, გივი მეტრეველი, მამუკა ყავლაშვილი, ბესიკ მაისურაძე, რევაზ საბანაძე, ბიძინა ყიფიანი, ბიჭიკო კერვალიშვილი, ვლადიმერ ბერელიძე" - განაცხადა სერგო ხიდეშელმა.