6-09-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა მოსკოვის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, სოფელი დიდების, დაბა კიკეთის, დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ირინა შტენბერგის, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას, იოსებიძის, კანდელაკის, კოსტავას, შარტავას, გიორგი ბრწყინვალის, ავთანდილის, ვეფხისტყაოსნის, თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის, ბარნოვის, ინოლა გურგულიას, ტარიელ სვანიძის, გიორგი ნადარეიშვილის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის IVა, IVბ მიკრაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ისაკიანის, ავშნის, რეზო გაბაშვილის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიას და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ზღვისუბნის დასახახლების X კარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობა.