გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნებაის“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ როდინაულის, ცხენთაროსა და აჯამეთის მოსახლეობას შეხვდა

6-09-2021

„ქართული ოცნებაის“ ზესტაფონის  მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი  წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ როდინაულის, ცხენთაროსა და აჯამეთის  მოსახლეობას შეხვდა.


„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ როდინაულის, ცხენთაროსა და აჯამეთის მოსახლეობას ვესტუმრე. ადგილობრივებს გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმები, მოვისმინე გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ამ სოფლების მოსახლეობას აწუხებს.


ზემოთხსენებულ სამ სოფელში მოეწყო ცენტარული საგზაო ინფრასტრუქტურა, 25 კილომერიანი ბეტონის საფარი, რომელიც უკავშირდება ქუთაისს. სოფელი სრულადაა გაზიფიცირებული, მოეწყო ცენტრალური გარე განათებები და სანიაღვრე არხები. ამჯერად ადგილობრივების მოთხოვნას, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია წარმოადგენს.


ჩემი მთავარი მიზანია სოფლის განვითარებას შევუწყო ხელი და მოსახლეობას მათთვის საჭირო საკითხების გადაჭრაში დავეხმარო.


მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის პერიოდში განახორციელა,“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930