გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინაში დეპუტატი მოკლეს

25-05-2018

უკრაინაში, ჩერკასკში საოლქო საბჭოს დეპუტატი, ჩერკასკის მერის ყოფილი მოადგილე სერგეი გურა მოკლეს.

ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელ“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი გურას პარტიის ოფისში დაესხა. ბოროტმოქმედმა დეპუტატს ორჯერ გულის და თავის არეში ესროლა.


გურას დაცვის წევრის ინფორმაციით, თავდამსხმელი ნიკოლაი გონჩარია, რომელმაც თავდასხმის დროს დაცვის წევრის მიერ დაიჭრა და მოგვიანებით ის საავადმყოფოში მოათავსეს.


წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ასევე ორი ყუმბარა იქნა ნაპოვნი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728