გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა წოწერია მოქალაქეებს ალერტკარში შეხვდა

6-09-2021

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ დღეს ალერტკარის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.


„დღეს შეხვედრები ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართეთ, ვესაუბრეთ მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ცენტრამდე მისასვლელი კაპიტალური გზა მოეწყო, ასევე დაიწყო გაზიფიცირების პროცესი, რომელიც მალე დასრულდება. მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ და გამოვკვეთეთ გარკვეული გამოწვევები ეს გახლავთ პირველ რიგში წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოუგვარდება ცენტრალურ უბანს, ასევე გახლავთ არსებული გზის გაგრძელება, რომელიც უკავშირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება. ეს სამი პრიორიტეტი საკმაოდ რეალურია, რომ უახლოეს ხანებში დავიწყოთ და მოვუგვაროთ მოსახლეობას მათი პრობლემები"-განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930