7-09-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, ვირსალაძის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სამგორის, მანავის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ჩაქვის, წიკლაურის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ორთაჭალის და გულუას ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დაბა ტაბახმელას მოსახლეობა, ხოლო11:00 საათიდან 18:00 საათამდე არდაზიანის, ვაზისუბნის, არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის და ოჩამჩირის ქუჩების მოსახლეობა.