გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის გვარდიის მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზა დაათვალიერა

7-09-2021

უკრაინის შსს გვარდიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში უკრაინულმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე-საწვრთნელი ბაზა „პალდო“ მოინახულა. უკრაინელ სტუმრებს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა და რეზერვისტების სწავლების, მომზადება-გადამზადებისა და შეფასების მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.


დღესვე, დელეგაციის წევრებმა თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილიც მოინახულეს, რეზერვისტებთან მუშაობის პროცესს გაეცნენ და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს გვარდიის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიკოლა ბალანი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და მის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა. უკრაინისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალში უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930