7-09-2021
სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე. ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი",-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.