7-09-2021
„საარჩევნო სისტემას და ცვლილებებს რაც შეეხება, მსურს კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ქალბატონებო და ბატონებო ოპოზიციიდან, ყველა წინა პოლიტიკურ თაობას სურდა რომ კონსტიტუციაში ყოფილიყო ის ჩანაწერები და საქართველოს ჰქონოდა ისეთი საარჩევნო სისტემა, როგორიც დღეს აქვს, მაგრამ ვერც ერთმა წინა თაობამ ვერ შეძლო ამ ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. ეს ცვლილებები ჩვენ შევიტანეთ საზოგადოებასთან ერთად და ბევრი თქვენგანი, თქვენი პოლიტიკური პარტიები არ მახსოვხართ ამ დარბაზში მაგ ცვლილებების მხარდასაჭერად - არც პირველად, არც მეორედ და არც მესამედ. შესაბამისად, დღეს რამდენიმე თქვენგანი რომ საუბრობს აქ ცვლილებებზე, სინამდვილეში გახლავს პოლიტიკური ფარისევლობა. სხვა შემთხვევაში უნდა დასწრებოდით იმ სხდომებს და მხარი უნდა დაგეჭირათ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც იყო ისტორიული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას.