გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძემ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდ ბარათი გადასცა

8-09-2021

იუსტიციის მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სოფელ ჭახათში კოვიდ ბარათი გადასცა. რატი ბრეგაძე აჭარის მაღალმთიან სოფელში თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებს ინოვაციური პროექტი გააცნო და „ მობილური იუსტიციის სახლის" დახმარებით სხვადასხვა მომსახურება ადგილზე მიაწოდა.


სოფელ ჭახათში „მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნდი კოვიდ ბარათი იყო. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებთან ერთად კოვიდ ბარათი თორნიკე რიჟვაძესაც პირადად გადასცა.


აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი" დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5 ,, მობილური იუსტიციის სახლი" 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031