გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად

8-09-2021

ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


„მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი აქვს და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრა.


„ განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას-ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის სტუმრობა და სომხეთს პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930