გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

8-09-2021

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია გუნდთან ერთად, ბიზნესსექტორის, საბანკო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ,,ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარზე - ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის განვითარებასა და ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, რამაც თავისთავად მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.


"ბიზნესსექტორი კვალავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია” - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031