გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები არასწორია

10-09-2021

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"საჯარო ფინანსების ეფექტიანი და სწორი მართვა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებისობიექტური ინფორმირებისთვის, გამოეხმაუროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2021 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისმოკლე ანალიზს და განაცხადოს შემდეგი:მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში გამოყენებულ მონაცემებში წყაროდ დასახელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები არასწორია და არ ასახავს სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს. წარმოდგენილი რიცხვების გათვალისწინებით, ანალიზში წარმოდგენილია 2021 წლის 6 თვის მონაცემები, წინა წლების მხოლოდ 3 თვის (მეორე კვარტლის) მონაცემებთან, ნაცვლად 6 თვის ჯამისა და შესაბამისად, ანალიზის ფარგლებში მიღებული შედეგები არარეალურია.


მაგალითისთვის:

მლნ ლარი 6 თვის მონაცემები


2019 2020 2021მივლინება(რეალური მონაცემები) 39,5 26,4 28,4


მივლინება (საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემები) 21,5 10,9 28,4


მივლინების ხარჯებზე 2021 წლის 6 თვეში ნამდვილად მიიმართა 28.4 მლნ ლარი, თუმცა 2019 წელთან შედარებით, მივლინების ხარჯებზე გაწეულია 11 მლნ ლარით ნაკლები, რაც 28.2%შემცირებაა, ნაცვლად ანალიზში დაფიქსირებული 32%-იანი ზრდისა. 


მლნ ლარი 6 თვის მონაცემები


2019 2020 2021

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება (რეალური მონაცემები)105,5 125,9 153,2


შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება (საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემები) 58,1 68,8 153,2


რაც შეეხება შტატგარეშეების ანაზღაურების ნაწილს, რომლის თაობაზეც ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელთან შედარებით, ზრდა შეადგენს 84 მლნ ლარს და პრაქტიკულად, გაორმაგებულია.  რეალური მონაცემებით, ზრდა შეადგენს 27 მლნ ლარს, მათ შორის,14 მლნ ლარი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში COVID-19 მართვიდან გამომდინარე გაზრდილ ხარჯს. რაც შეეხება „საქონელი და მომსახურების“ ქვეკატეგორიას, რომელიც რეალურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2019 და 2020 წელთან შედარებით, თუმცა ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული იმაზე, რომ ეს არის „სამედიცინო ხარჯები“, რაც დაკავშირებულია COVID-19 მართვასთან.


მლნ ლარი 6 თვის მონაცემები 2019 2020 2021სამედიცინო ხარჯები (რეალური მონაცემები) 48,0 50,1 108,1


სამედიცინო ხარჯები (საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემები) 27,6 28,6 108,1


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის მიესალმება რეკომენდაციებს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროა, როდესაც ისეთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  თავის კვლევაში, რომელსაც შემდეგ როგორც წესი, იყენებენ, როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები, ისე სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულების შესახებ, აქვეყნებს არაზუსტ მონაცემებს,  რომელიც შემდეგ ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  გამოაქვეყნოს ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, მითუფრო, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, 2019-2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების 6 თვის შესრულების ანგარიშები, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, საიდანაც შესაძლებელია ზუსტი მონაცემების მიღება" - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930