გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ახალწვეულებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

26-05-2018

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ახალწვეულების ფიცის დადება გაიმართა ხუთ სხვადასხვა რეგიონში.

ცერემონია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სამხედრო მარშებით გაიხსნა, რომელიც სამხედრო ორკესტრმა იმდროინდელი ნოტებიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის აღადგინა.

საქართველოსა და ლიეტუვის სამხედრო ორკესტრების შემდეგ, პოზიციებს დაიკავებენ საჯარისო ნაწილები.

საქართველოს სახელმწიფო დროშა ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის მოსამსახურეებმა შემოიტანეს, შესრულდა საქართველოს ჰიმნი და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728