გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
პაატა ბურჭულაძის მორიგი სკანდალური საქმე

18-12-2017

ფონდ „იავნანას“ შემდეგ PosTV-ის საგამოძიებო სტუდია ფონდ „ივერიითაც“ დაინტერესდა, ეს ფონდი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და მისი მიზანი მახათის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის შემოწირულობების მობილიზება გახლდათ. ამ ფონდსაც წლების განმალობაში პაატა ბურჭულაძე ედგა სათავეში. 
PosTV-იმ საგამოძიებო ფილმის, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მიხედვით, ბურჭულაძემ, ხალხის მიერ ეკლესიის ასაშენებლად შეწირული 17 მილიონიდან 2 300 000 ლარზე მეტი საკუთარი გარემოცვის ხელფასებს, პრემიებსა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოახმარა. ფილმში ნათქვამია რომ ეკლესიის ასაშენებლად დაარსებული ფონდის მენეჯმენტი ამავე დროს დასაქმებული იყო ფონდ “იავნანაშიც”. 
ფილმის მიხედვით, ბურჭულაძე ტაძრის ასაშენებლად შეწირულ ფულს უხდიდა საკუთარ თავს, იმ ფართის გაქირავებაში, რომელიც სახელმწიფოსგან ქველმოქმედებისთვის ჰქონდა ნაჩუქარი. 
რეალურად დასაქმებული ადამიანების - არქიტექტორების, ინჟინრების, მუშების და ხელოსნების ხელფასები ჯამურად 2 მილიონ ლარს ოდნავ აღემატება, ფონდის თანამშრომლების ხელფასებმა მილიონ სამასი ათასი ლარი შეადგინა, არადა მათ რეალურად, მხოლოდ ერთი რამ - ხალხის შეგროვილი ფულის მშენებლებისთვის გადარიცხვა ევალებოდათ; 
ფილმში მაგალითისთვის მოყვანილია ფონდ “ივერიისას” და ფონდ “იავნანას” აღმასრულებელი დირექტორის გურამ ახალაიას შემოსავლები. მაგალითად, 2014 წელს ხელფასების და პრემიების სახით მან ქველმოქმედებისთვის შეწირული თანხებიდან ხელფასისა და პრემიების სახით 109 782 ლარი აიღო, რაც 30 პროცენტით აღემატებოდა მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასს. 
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ საეჭვო ფინანსურ საქმიანობას საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930