გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო დამთავრდა, დადგა განვითარების, წინსვლის დრო

11-09-2021

2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, - 2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და არეულობის შემოტანის მცდელობას.

„3 წელი ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არჩევნები და ასეც იქნება, იმიტომ რომ  ჩვენ პატივს ვცემთ კანონს და კონსტიტუციას და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს. ეს არჩევანი მათ დააფიქსირეს ოქტომბრის  საპარლამენტო არჩვენებში, რითაც ჩვენ მორიგი მანდატი გადმოგვეცა, რომ ვმართოთ ქვეყანა 4 წლის ვადით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წესებს დავიცავთ და ამ არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდობიანად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. რაც მთავარია, ჩვენი საერთო მობილიზებით, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არავითარ შეცდომას არ დავაშვებინებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც რეალურად, ვთქვათ პირდაპირ, რომ წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალას და არავის მივცემთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ დამთავრდა ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო, ახლა დრო დადგა განვითარების, წინსვლის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. განვითარებას შევიტანთ ჩვენ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბორჯომის პოტენციალზე და ისაუბრა „განახლებული რეგიონების" პროგრამაზე, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს.

„ბორჯომზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების" პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. რეალურად, ჩვენ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ. წელს ვხარჯავთ 500 მილიონს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ახალი პროგრამა და პროექტი დაფინანსდება მომდევნო წლებშიც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას აქტიურად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის შესახებ და აღნიშნა, რომ ოთარ არბოლიშვილი წესიერებით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ კანდიდატებს. ვარჩევთ ისეთ ხალხს, რომლებიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით ემსახურება და მოემსახურება  ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ამიტომ, ბორჯომში შევარჩიეთ ძალიან წესიერი, ყურადღებიანი, მზრუნველი კაცი მშრომელი, თავისი უნარებით გამორჩეული, ბატონი ოთარ არბოლიშვილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება, ბოლომდე მოემსახურება ბორჯომს და თავის საყვარელ ხალხს. ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება - წესიერებით გამორჩეული და უნარებით გამორჩეული ხალხი, რომლებიც მხოლოდ საქმეზე იფიქრებენ, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებენ და იზრუნებენ და 24 საათის განმავლობაში", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930