გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 289 პირი

12-09-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 379 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  580 869-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.48%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 541 610.
 
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა.
 
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 72, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 198, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
 
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც:
• 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 719, იმერეთში - 1 073.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 172, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი,  მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 25.
• 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 - თბილისში, 434 - აჭარაში.
• 23 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 7.
• სულ  6 ოქტომბრიდან - 11 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 144 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 754 პირი, აჭარაში - 3 297, იმერეთში - 3 171.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930