გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას

12-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბასთუმანში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული რეაბილიტირებული სახლები დაათვალიერა.


სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წელს დაასრულა.


რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის 5.7 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


რამდენიმე სახლს ჩაუტარდა ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.


მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული ისტორული სახლის იდენტიფიცირება, მათი შემდგონი რეაბილიტაციის მიზნით. მათი რეაბილიტაცია აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31