გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

12-09-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით შეადგენს 13 640 ლარს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930