13-09-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას, მაჩაბლის, ლეონიძის და მამისაანთუბნის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე გვარამაძის, ივანე ბერიტაშვილის, ლეო კვაჭაძის, მზია ერისთავის, სამტრედიის, ნიკოლოზ დგებუაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, გაბაშვილის, წყნეთის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობა.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა დაბა კიკეთის მოსახლეობას, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას შეეხება.