გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის გეზში 4 ტონამდე არადეკლარირებული ტანსაცმელი გამოავლინეს

13-09-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი", კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, კომპანიის მიერ, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.


საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”-ს უფლებამოსილი პირის მიერ, აღრიცხვის მოწმობის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 3950 კილოგრამი არადეკლარირებული ტანსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ საერთო ჯამში - 192 039 ლარი შეადგინა.


ამასთან, გამოვლინდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930