13-09-2021
ყველა სასწავლებელი დისტანციურ სწავლებაზეა, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, სადაც დასწრებისთვის აუცილებელია, რომ პირი იყოს ან ვაქცინირებული, ან კვირაში ერთხელ წარადგინონ PCR ტესტი, ან წარადგინონ ცნობა, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი აქვთ კოვიდ ინფექცია,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, „დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული ყველა სასწავლებელი, გარდა ერთი კატეგორიისა, რომელიც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის აუცილებელია დასწრება. აქ მოქმედი რეგულაცია იყო, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ პირები ვაქცინირებული, რომ შეძლებოდათ დასწრება. დაემატა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პირებს კვირაში ერთხელ შეუძლიათ საკუთარი ხარჯით გაიკეთონ PCR ტესტი და ამის საფუძველზე იქნებიან დაშვებული სწავლებაზე და ასევე, შეუძლიათ წარადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ დაესწრნონ ლაბორატორიულ და სხვა სასწავლო პროცესს",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.